ბასილაშვილმა მოიგო! - ურუგვაი დამარცხებულია!

ურუგვაი დამარცხებულია!

ATP CUP-ის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, საქართველოს და ურუგვაის ნეკრებებმა მეორე შეხვედრა გამართეს. ერთმანეთის პირისპირ ნიკა ბასილაშვილი და ძალიან გამოცდილი პაბლო კუევასი წარდგნენ.

 

პირველი სეტის მიმდინარეობისას, კუევასი მსაჯის ქმედებით აღშფოთებული კორტს ტოვებდა, როდესაც ქართველმა რამდენიმე ტკბილი სიტყვა უთხრა და მისი თამაშში დაბრუნება მოახერხა.

 

ამის შემდეგ მივიღეთ თრილერი. ანგარიში 1:1 იყო, როდესაც ბასილაშვილმა 5 მატჩ პოინტიდან ერთი გამოიყენა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა - 2:1 (6:4; 1:6; 6:4)

 

ურუგვაისთან ეს ჩვენი ნაკრებისთვის მეორე გამარჯვებაა, წინ კი წყვილები გველოდება...