წყვილებში წავაგეთ, თუმცა საბოლოო გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა!

გამარჯვება ურუგვაისთან!

ATP CUP-ის ჯგუფში ბოლო შეხვედრა ურუგვაის წინააღმდეგ გავმართეთ. პირველი ორი მოგების შემდეგ, სადაც ალექსანდრე მეტრეველმა და ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩვენს გუნდს გამარჯვება მოუტანეს, წყვილებში, ორი ალექსანდრე, ბაქში და მეტრეველი - კუევასსა და ბეჰარის დაუპირისპირდნენ.

 

შეხვედრა 52 წუთს გაგრძელდა და, სამწუხაროდ, მეტოქემ მარტივი გამარჯვება მოიპოვა - 0:2 (2:6; 2:6), საბოლოო შედეგი კი ჩვენ სასარგებლოდ დაფიქსირდა - 2:1.

 

ეს მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის წელს ATP CUP-ზე ბოლო იყო. ურუგვაისთან გამარჯვების გარდა, ჩვენს აქტივში იაპონიასთან მოპოვებული ერთ ქულაცაა შესატანი...