ეკატერინე გორგოძე 1/4 ფინალში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელის მორიგი წარმატება

ეკატერინე გორგოძე ავსტრალიის ბენდიგოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს. 28 წლის ჩოგბურთელმა 1/8 ფინალში მე-2 ნომრად განთესილი ლუქსემბურგელი მენდი მინელა 2 სეტში 6:0; 7:5 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

 

ქართველი ჩოგბურთელი 1/4 ფინალში კრისტინა კუჩოვას დაუპირისპირდება. აქვე გეტყვით, რომ სლოვაკი მე-6 ნომრადაა განთესილი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ გორგოძემ ნანტის ტურნირი მოიგო.  

 

აღსანიშნავია, რომ ჩვენებური წყვილთა თანრიგშიც კარგად ასპარეზობს. იგი უნგრელ რეგა იანისთან ერთად გამოდის. ქართულ-უნგრულმა დუეტმა 1/4 ფინალში ესპანელები ნურია პარიზა დიასი და ევა გერერო ალვარესი 6:2; 6:4 დაამარცხა და 1/2 ფინალში უნგრელ ანა ბორდასას და პემრა ოზგენს გაეჯიბრებიან.