სექსი, კოკაინი და ლეიკერსი

ლეიკერსში კუზმა ემინემია და ეს პოეზია სხვებისთვის სიკვდილია.

კაილ კუზმამ ლეიკერსს ჰარდ როკი აჩუქა. გრანჯის ელემენტებით. და, იყო ახალგაზრდა ფორვარდის თამაშში რაღაც 60-იანებიდან. რაღაც ფერადი, თავისუფალი, რასაც მოჰქონდა სექსი, ნარკოტიკი და როკ ენ როლი.

ლებრონ ჯეიმსის და ენტონი დევისის გარეშე ლეიკერსმა გასვლაზე ძლიერი ოკლაჰომა ატირა. 125:110. კუზმა ამ ანსამბლის ვოკალი იყო.

კუზმამ ვუდსტოკის დრო დააბრუნა. როდესაც ჯო კოკერმა ხმით ღრუბლები გაფანტა და ჯენის ჯოპლინმა მოგვცა თავისუფლება. კაილ კუზმამ ლეიკერსს იმედი მისცა.

რომ წელს ჩემპიონობა რეალურია.

კუზმა ოკლაჰომასთან - 36 ქულა, 7 მოხსნა. ზუსტად ის, რასაც აკეთებს ენტონი დევისი და კაილმა ეს უდიდესის - ლებრონის გარეშე დასვა. ბიჭმა დაგლიჯა.

ჯეიმსი თავს ცუდად გრძნობდა, მაგრამ ტრანსფორმერი შემდეგ ჩეხვაში დაბრუნდება. დევისი ალბათ, ჯერ დაისვენებს.

კუზმა, რომელმაც შედეგიანობით მიმდინარე რეგულარულის პირადი რეკორდი დაამყარა. ოკლაჰომა ყველა დისტანციიდან აჭრა.

ოკლაჰომა მაგარ ფორმაში იყო. გუნდმა ბოლო 13 გარჩევიდან 11 წამოიღო, მაგრამ ლეიკერსთან ამ ფოკუსმა ვერ გაჭრა. ლეიკერსმა ტალახში დამარხა კრის პოლის (16, 8 პასი, 5 მოხსნა) გუნდი.

პოლი რაჟონ რონდომ აცეკვა. ტვისტი, ტანგო, ვალსი - რონდო მზად იყო ყველაფრისთვის. 21 ქულა, 12 მოხსნა და 8 პასი - ძველი, ბოსტონის, კლასიკური რონდო, რომელიც იგებდა.

პლიუს, ლეიკერსმა დაკარგა მსროლელი დენი გრინიც, მაგრამ გუნდი იყო მანქანა და ამ მანქანამ არ დაინდო მონდომებული მოწინააღმდეგე.

სოლიდურად იდგა დაცვაში დუაიტ ჰოვარდი (14 მოხსნა), რომელიც ლებრონთან ერთად კალათბურთზე შეყვარებულია. და, ეს ლიგისთვის სახიფათოა.

ლეიკერსი იყო სექსი, კოკაინი და როკ ენ როლი.

ლეიკერსში კუზმა ემინემია და ეს პოეზია სხვებისთვის სიკვდილია.

მალე მეფეც დაბრუნდება...