ჯეიმს ჰარდენი 20 000

ჯეიმსი მაინც კლავს. მინესოტასთან მატჩის შემდეგ, ჯეიმსმა ეს, ისტორიული ბურთი დედიკოს აჩუქა. 

მინესოტასთან ჯეიმს ჰარდენმა 32 ქულა აკრიფა. 3 მეოთხედში. ჩვეულებრივი საღამო ჯეიმსისთვის.

რომელიც ერთი ზუსტი სამიანით განსაკუთრებული, მკვლელი, დაექსტაზებული გამოვიდა.

მეორე მეოთხედში ჰარდენმა ტარების დროს აიღო პაუზა, გაჭრა დისტანცია მცველთან და ერთი ნაბიჯი უკან გადადგა. ეს იყო საკმარისი სამიანისთვის. და ჰარდენმა ეს სამიანი ჩააგდო. ჯეიმსმა, ლიგის ყველაზე დომინანტმა შემტევმა თავი დახარა და ლიგამ თავი მას დაუხარა.

ახალი მიღწევა ჰარდენის კარიერაში.

20 000 ქულა.

30 წლის ჯეიმსი, რომელმაც 12 მოხსნაც დააგროვა, ლიგის ისტორიაში მეშვიდე ყველაზე შედეგიანი 20 K მოთამაშე გახდა. და, ჰარდენი კიდევ ბევრ ქულას წამოიღებს. თუ გაუმართლებს, ჩემპიონობასთან ერთად.

ბედნიერი იყო ჯეიმსის მეგობარი რასელ უესთბრუქი. ბიჭმა მიიღო მონაწილეობა იმ მატჩში, როდესაც ჰარდენმა NBA-ში პირველი ქულები აიღო და კიდევ ერთი ისტორიული საღამოს მონაწილე გახდა.

რასმა მრავალფეროვნებისთვის 30 ქულა და 10 პასი დააჭედა მინესოტას. მგლები გაიმეტეს.

ჯეიმსი ისტორიას ქმნის.

ეს ისტორია ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურ მიღწევებზე ქაჩავს, მაგრამ ჰარდენი მეტს გააკეთებს. უბრალოდ, რასმა მას ხელი არ უნდა შეუშალოს. და, სხვებმა კარგი კალათბურთი იყომარონ. რომ ჰარდენმა დაიჯეროს.

ლეიკერსმა ლებრონი და ნდობა მიიღო. ჰარდენმა - სიმშვიდე (კრის პოლი) ნეანდერტალურ სიგიჟეში გაცვალა.

და, ჯეიმსი მაინც კლავს. მინესოტასთან მატჩის შემდეგ, ჯეიმსმა ეს, ისტორიული ბურთი დედიკოს აჩუქა.

ჯეიმსი დაუნდობელია.

მანქანა.