სამგურალი - ექვსი ახალწვეული

სავარაუდოდ, წყალტუბოს სამგურალი ეროვნულ ლიგა 2-ში ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება. ლიგა3-დან გადასული იმერლები ფეხბურთელებს იმატებენ. 

უჩა სოსიაშვილის გუნდმა 6 ფეხბურთელი დაიმატა: მეკარე ბექა ქურდაძე და მცველი ბუბუ პატარკაციშვილი გაგრადან, ასევე, ნახევარმცველები პაპუნა ფონიავა ტორპედოდან და დემურ ჩიხლაძე ჩიხურადან, ორნიც მარტვილის მერანიდან: უშანგი ბანძელაძე და ბაქარ ლაღაძე.   

 

სამგურალი ფინანსურად მოძლიერდა და გუნდის მიზანი ეროვნულ ლიგაში გადასვლა იქნება.