როცა თვეში 580 გირვანქა გაქვს და მანჩესტერი გიწვევს...

მანჩესტერ იუნაიტედი 12,5 მილიონ გირვანქას იხდის ფეხბურთელში, რომლის ხელფასი თვეში 580 გირვანქაა, ანუ კვირაში 145. 

საუბარია ბირმინგემის 16 წლის ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემზე.

 

თავად ბელინგემს ჯერ არსად გადასვლა არ სურს. უთქვამს, ბირმინგემი ჩემი უსაყვარლესი კლუბია და ყველანაირად უნდა ვეცადო, რომ ჩემპიონშიფში (რანგით მეორე ლიგა) ადგილი შევინარჩუნოთო.

 

ბელინგემი 29 ივნისს გახდება 17 წლის. მან ჩემპიონშიფში უკვე 23 მატჩი ჩაატარა და 3 გოლიც გაიტანა.