ოლიმპიური ბრინჯაო ლოზანადან

ბუტავეამ და ბერულავამ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მესამე ადგილი დაიკავეს

ლოზანაში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებით იასპარეზა მოციგურავეთა ქართულმა წყვილმა. სპორტულ წყვილებში ასპარეზობის მეორე დღეს ალიან ბუტაევამ და ლუკა ბერულავამ თავისუფალ პროგრამაში, ისევე როგორც მოკლე პროგრამაში ასპარეზობისას, მესამე შედეგი აჩენეს. ჯამში ჩვენმა მოციგურავეებმა 157,29 ქულა მოიპოვეს და ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ. მათ მხოლო რუსების ორმა წყვილმა გაუსწრო.