დიდებული ჯოკოვიჩი - სერბეთი ჩემპიონია!

მაშ ასე, ATP Cup-ის პირველი გათამაშება სერბეთმა მოიგო!

ATP Cup-ის ფინალში, ერთმანეთს სერბეთისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

 

რობერტო ბაუტისტა აგუტმა დუშან ლაიოვიჩს მარტივად 7:5; 6:1 სძლია, რის შემდეგადაც სუპერ შეხვედრა შედგა: რაფა ნადალი - ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ. შეხვედრამ ორ საათს გასტანა, გამარჯვებული კი სერბი ჩოგბურთელი გამოვიდა - 6:2; 7:6.

 

 

გადამწყვეტ დაპირისპირებაში, წყვილებს შორის, მიუხედავად ნადალის დიდი საჭიროებისა, კორტზე კარენო-ბუსტა და ფელიციანო ლოპესი გამოვიდნენ, რომლებიც ჯოკოვიჩმა და ტროიცკიმ ორ სეტში დაამარცხეს - 6:3; 6:4.

 

 

მაშ ასე, ATP Cup-ის პირველი გამარჯვებული სერბეთის ნაკრებია!