მილტონ ჰეიგმა მარცხით დაიწყო

ვარსკვლავებით დახუნძლული სანტორი სანგოლიასი პირველ ტურში დამარცხდა

სტარტი აიღი იაპონიის 2020 წლის სარაგბო ჩემპიონატმა, რომელშიც იაპონიის ტოპ ლიგის ხუთგზის გამარჯვებული სანტორი სანგოლიასი ასპარეზობს. მისი მთავარი მწვრთნელი 2019 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ ბორჯღალოსნების ყოფილი თავკაცი მილტონ ჰეიგი გახდა.

 

მის განკარგულებაში ძალიან ძლიერი მორაგბეებით დაკომპლექტებული შემადგენლობაა. ეს გუნდი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. სანტორი სანგოლიასში თამაშობენ: სამუ კერევი, კოტარო მაცუშიმა, მეთ გიტო, შონ მაკმაჰონი, ტევიტა ლი და ჰენდრიკ ტუი.

 

პირველ ტურში სანტორი სანგოლიასი სტუმრად ტოშიბას დაუპირისპირდა და 19:26 დამარცხდა.