რუსები ზვიგენებმა გადაყლაპეს

ჩვენი მეტოქე ნატლა შარქსთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქე, რუსეთის ეროვნული გუნდი საწვრთნელ შეკრებაზე სამხრეთ აფრიკაში იმყოფება. რუსებმა საწვრთნელი მატჩი ზე რაგბიში მოასპარეზე ნატალ შარქსთან გამართეს და 14:64 დამარცხდნენ. მომდევნო შეხვედრას რუსეთის ნაკრები 17 იანვარს ისევ ნატალ შარქსთან გამართავს. რის შემდეგაც სამხრეთ აფრიკას დატოვებს. მორგი საწვრთნელი შეკრება კი, რუსებს 27 იანვრიდან სოჭში ექნებათ. 1 თებერვალს ისინი აქვე ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.