ტულონს ორი ვარსკვლავი ტოვებს

რის ვები უელსში დაბრუნდება, ჯულიან სავეა?

ქართველი მორაგბეების მამუკა გორგოძისა და ბექა გიგაშვილის ტულონი სეზონის ბოლოს  რაგბის ორ ვარსკვლავს გამოემშვიდობება. უელსელ რის ვებს კლუბის ხელმძღვანელობა მომავალ კვირაში შეხვდება. მას ტულონში თამაში აღარ სურს და მიზეზად ოჯახურ მდგომარეობა ასახელებს. ამასთან ერთად, რის ვებს გადაწყვეტილი აქვს უელსის ნაკრებშიც დაბრუნდეს. ტულონი, სავრაუდოდ, უელსელთან კონტრაქტს გააუქმებს.

 

მეორე ვარსკვლავი ახალზელანდიელი გარემარბი ჯილიან სავეაა, რომლის თამაშის ხარისხითაც ტულონის თავკაცები უკმაყოფილონი არიან. სავეას ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება და მასთან ტულონი გამომშვიდობებას აპირებს.