კავაის ჩრდილიდან ამოვიდა დემარი

სიაკამმა მაგრად დაიწყო - 12 ქულა პირველ მეოთხედში, 14 - პირველ ტაიმში. 

სან ანტონიო აზრზე მოდის. დემარ დეროუზენი კლავს.

ელეგანტური მოთამაშე, რომელიც რამდენიმე წლის წინ კავაი ლეონარდში გაცვალეს, მეორედ ჩავიდა ტორონტოში. იქ, სადაც ახალგაზრდა ბიჭი ლეგენდა გახდა. იქ, სადაც დემარი დღესაც მაგრად უყვართ. იქ, სადაც დეროუზენი ყველაზე ელეგანტურად ყომარობს.

დემარმა შარშან, ტორონტოსთან ჩეხვა კარიერაში პირველი (და, უკანასკნელი) სამმაგი დუბლით აღნიშნა. დეროუზენმა შარშან ტორონტოში წააგო (კავაიმ ბოლო წამებზე ჩაჭრა და მოიგო), დაბრუნდა და სპერსს მაგარი თამაში ააღებინა.

ეს თამაში სან ანტონიომ 105:104 წამოიღო.

მესამე მეოთხედში ტორონტო 74:56 გაიქცა. სოლიდური ჰანდიკაპი. რეპტორზს ამ სეზონში უფრო დიდი ჩამორჩენაც აქვს მოკლული, მაგრამ ეს განსაკუთრებული იყო.

ტორონტომ ტრავმების შემდეგ დაიბრუნა პასკალ სიაკამი (15 ქულა, 5 მოხსნა, 17/6 თამაშიდან) და ნორმან პაუელი (20, 4 პასი), მაგრამ ბოლო მეოთხედში ვერ გაქაჩა.

სან ანტონიოს უფრო უნდოდა მოგება. სან ანტონიოს გაუმართლა (ძირითადის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ლამარკუს ოლდრიჯმა ორივე საჯარიმო გააფუჭა, მაგრამ ბოლო სროლა სიაკამმაც ვერ გამოიყენა), მაგრამ სპერსი იმსახურებდა ამ გამართლებას.

და, მოგებასაც.

სიაკამმა მაგრად დაიწყო - 12 ქულა პირველ მეოთხედში, 14 - პირველ ტაიმში. და, დიდი შესვენების შემდეგ სპერსმა დაკეტა პასკალი.

ტორონტომ -30-დან დალასი გააჩერა და სპერსმა ტექსასური შურისძიებით კიდევ ერთი თრილერი გვაჩუქა.

სან ანტონიომ დემარს მოგება შეუკვეთა. და, დეროუზენმა შეასრულა. როგორც ყოველთვის - ბოლო დროს.

დეროუზენის (25, 8 მოხსნა, 4 პასი) შედეგიანობა ბოლო 10 მატჩში - 26, 21, 29, 24, 30, 26, 25, 31, 36, 25. კლასი. სტაბილურობა.

კაცი.