საქართველო XV არგენტინაში გაემგზავრა

ზე რაგბის ვიცე ჩემპიონთან თამაში დიდი გამოცდილებაა

საქართველო XV არგენტინაში გაემგზავრა, სადაც ზე რაგბიში მოასპარეზე არგენტინის ფრანჩაიზს, იაგუარსს ორჯერ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 17 იანვარს მარ დელ პლატაში, ხოლო მეორე ერთი კვირის თავზე ბუენოს აირესში გაიმართება.

 

ტრავმის გამო გუნდს გარემარბი აკაკი ტაბიცაძე დააკლდება. კაპიტანი კი, შერკინების ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი იქნება. ის ერთადერთია, რომელსაც მსოფლიოს თასზე თამაშის გამოცდილება აქვს. ეროვნულ ნაკრებში მსოფლიოს უდიდეს ფორუმზე მან 2015 წელს იასპარეზა. მაშინ გუნდში ცხრა ნომერი ვაჟა ხუციშვილიც იყო. თუმცა, მას თამაშმა არ მოუწია.

 

საქართველო XV

შერკინება: ზურაბ ერისთავი (ბათუმი), ბექა გვარამია (აკადემია), გიორგი ხუროშვილი (არმაზი), ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი), რევაზ წიკლაური (აია), ნიკა პატარაია (სტიაუა), ანტონ ფეიქრიშვილი (უგუნდო), ვანო ბერიკაშვილი (აკადემია), მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), სანდრო ქოიავა (ბათუმი), თორნიკე ზოიძე (აკადემია), არჩილ აბესაძე (ლელო), ვანო ფუტკარაძე (ბათუმი), გიორგი მჭედლიშვილი (იუნკერები), თორნიკე კიკნაძე (ჯიქი), დაჩი კოპაძე (ჯიქი), კობა ჯიმშელეიშვილი (ბათუმი), გურამ შენგელია (აია)

უკანა ხაზი: ვაჟა ხუციშვილი (ხარები), კობა ბუჯიაშვილი (ბათუმი), რეზი ჯინჭველაშვილი (ჯიქი), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), გიორგი ბაბუნაშვილი (აია), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო), ნიკა გიგაური (არმაზი), გურამ ქანდაურაშვილი (ბათუმი), გიორგი ნათელაშვილი (ხარები), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ანზორ სიჭინავა (ბათუმი), ირაკლი სვანიძე (ჯიქი)