პრემიერლიგა – იაფების სიმბოლური ნაკრები (+ფოტო)

Bleacher Report–მა „იაფები ნაკრები“ შეადგინა. პრემიერლიგაში ნათამაშევი ფეხბურთელები, რომლებიც 10 მილიონ გირვანქაზე იაფად იყიდეს. 

ოღონდ, სიაში XXI საუკუნეში ნაყიდი ფეხბურთელები არიან, თორემ მანამდე ამხელა თანხას ვინ იხდიდა?!

 

აი, სიაც: ვან დერ სარი – ასპილიკუეტა, კომპანი, ვიდიჩი, რობერტსონი – ალი, კანტე, მოუტინიუ – მაჰრეზი, კოუტინიო, ვან პერსი.

 

ალჟირელი მაჰრეზის ფასი ყურადღებას იქცევს. ლესტერმა ფრანგული ლე ჰავრიდან 450 ათას ფუნტად იყიდა. თან 2000–იანების დასაწყისში კი არა, 2014 წელს. კანტეც სასაცილო ფასად იყიდეს მელიებმა: 5,6 მილიონ ფუნტად ასევე ფრანგული კლუბიდან, ოღონდ, კანიდან.