საქართველოს ნაკრები ნიცაში სამ დღეს ივარჯიშებს

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რუმინეთთან გველის

საქართველოს ნაკრები მომავალი რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. ბორჯღალოსნები პირველ მატჩს 1 თებერვალს, თბილისში რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

 

 ჩვენი ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის იანვრის ბოლოს დასახელდება. საქართველოს ჩემპიონტში მონაწილე მორაგბეები კვირაში რამდენჯერმე იკრიბებიან და ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით ვარჯოშობენ.

 

20,21 და 22 იანვარს ki, საქართველოს ნაკრები სამდღიან შეკრებას ნიცაში გაივლის, სადაც გუნდს საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერებიც შეუერთდებიან. თბილისში კი, საწვრთნელი შეკრება 27 იანვარს დაიწყება.