ფუტსალის ლიგაში პირველი წრე დასრულდა

მომდევნო ტური 18 იანვარს გიამართება

საქართველოს ფუტსალის ლიგაში პირველი წრის ბოლო მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის სპორტის სასახლეში ილიაუნი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეხვდა და 4:1 დაამარცხა. ქუთაისშივე თსუ-მ მართვე 11:0 გაანადგურა.

 

საინტერესო შეხვედრა გაიმართა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, სადაც თბილისმა თელასს 5:2 მოუგო. აღსანიშნავია, რომ თბილისის მხრიდან საუკეთესო ვახტანგ ჯვარიშვილი გახლდათ, რომელმაც თავი სამი გოლით გამოიჩინა.

 

აქვე გეტყვით, რომ ფუტსალის ლიგაში პირველ ადგილზე 15 ქულით თელასი გახლავთ, მეორე პოზიციას 12 ქულით თსუ იკავებს, სამეულს კი 9 ქულიანი ილიაუნი ასრულებს. მომდევნო ტურის მატჩები 18 იანვარს გაიმართება.