წყალბურთში ევროპის ჩემპიონატი იწყება

ქართველი წყალბურთელები პირველ შეხვედრას საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ

ხვალ ბუდაპეშტში რიგით 34-ე ევროპის ჩემპიონატი იწყება წყალბურთში მამაკაცთა შორის. ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს ევროპის პირველობის ფინალურ სტადიაზე საქართველოს ნაკრები. საქართველოს ნაკრების დებიუტი სწორედ ბუდაპეშტი გამართულ ტურნირში შედგა- 2014 წელს. გუნდი ბოლო მე-12 ადგილზე გავიდა. 2016 წლიდან მონაწილე ნაკრებების რიცხვი 16-მდე გაიზარდა. საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრი მე-14 პოზიციაზე დაასრულა. აქვე შეძლეს ჩვენებმა პირველი გამარჯვების მოპოვება-თურქეთთან 12:11. მანამდე საქართველოს ნაკრები პენალტების სერიაში დამარცხდა ნიდერლანდებთან. მომდევნო ევროპაზე 2018 წელს ქართველმა წყალბურთელებმა უკვე ორი მატჩის მოგება შეძლეს და მე-13 ადგილზე გავიდნენ.

 

საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე 19 მატჩი ჩაატარა, 3 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 15 წააგო. ბურთები 134:233. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტული უნგრეთმა მოიგო-12. მე-20 საუკუნეში ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები დომინირებენ. 9-დან 7 გათამაშება იუგოსლავიის/2001 წელი/, სერბეთი და მონტენეგროს /2003 წელი/ და სერბეთის ნაკრებმა გუნდებმა მოიგეს. ბოლო 4 ოქროც მათია.

 

2020-ის ევროპაზე 16 გუნდი ითამაშებს.

 

A ჯგუფი: ხორვატია, მონტენეგრო, გერმანია, სლოვაკეთი

 

B ჯგუფი: სერბეთი, რუმინეთი, რუსეთი, ნიდერლანდები

 

C ჯგუფი: უნგრეთი, ესპანეთი, მალტა, თურქეთი

 

D ჯგუფი: იტალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, საქართველო

 

ჯგუფში პირველადგილოსნები პირდაპირ ¼-ფინალში გავლენ. მეორე-მესამეები 1/4-ფინალისთვის ითამაშებენ. ამ ეტაპზზე წაგებულები მე-9-მე-12 ადგილებს გაინაწილებენ. ჯგუფების აუტსაიდერები კი მე-13-მე-16 ადგილებისთვის ჩაატარებენ ფლეი-ოფის მატჩებს.

 

ჩემპიონატი 2017 წელს აშენებულ დუნაი-არენაზე ჩატარდეება, რომელიც 12.500 მაყურებელს იტევს.

 

საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იქნება. რეალურად ჩვენს გუნდს წარმატების შანსი ჯგუფში სწორედ ამ შეხვედრაში აქვს. საფრანგეთის ნაკრები ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი /1924 წელი/ და ბრინჯაოს პრიზიორია. ევროპაზე საუკეთსო შედეგი 1927 წელს მოპოვებული ვერცხლია. ეს ფრანგების ბოლო პოდიუმი გახლდათ.

 

საქართველო-საფრანგეთის მატჩი, სამშაბათს, 14 დეკემბერს, 19.00 საათზე დაიწყება.