გოჩა სვანიძემ კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა

მას დიდი 10-ის ექვსი გუნდი უჭერს მხარს

საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა 30 იანვარსაა დანიშნული. ყრილობაზე პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობის მიღების შესახებ ოფიციალურად უკვე განაცხადა მოქმედმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ. მისი კანდიდატურა საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილმა წევრებმა, დიდი 10-ს ექვსმა კლუბმა წარადგინა. ესენია: თბილისის ლელო, ქუთაისის აია, გორის ჯიქი, ბოლნისის ყოჩები, თბილისის აკადემია და კიკეთი იუნკერები.