კონორმა გაუპატიურების ბრალდებას უპასუხა

ირლანდიელს სექსუალური ძალადობის ორ ფაქტზე ბრალი ედება

ორ წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილ ჩემპიონს, კონორ მაკგრეგორს სექსუალურ ძალადობაში ბრალი ედება. ირლანდიელმა მოჩხუბარმა გაუპატიურების ბრალდებებზე ისაუბრა.

 

"ამ ფაქტზე ვერაფერს გეტყვით. დრო და სიმშვიდე გვჭირდება. მოთმინება ის უნარია, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს. იმისათვის, რომ ეს თვისება გამოვიმუშაო, ბევრს ვშრომობ. ვცდილობ, რომ ნაკლებად ემოციური ვიყო. დამშვიდდით - დრო ყველაფერს გვიჩვენებს.

 

ამ მომენტისთვის მხოლოდ საჩემპიონო ქამარზე ვფიქრობ - ვცდილობ პოზიტიურად ვიაზროვნო. მათთვის ვილოცებ, ვინც ამ გზით ჩემთვის ზიანის მიყენებას ცდილობს", - თქვა მაკგრეგორმა.

 

შეგახსენებთ, 19 იანვარს კონორი დოლანდ სერონეს დაუპირისპირდება.