ტოჩინოშინმა მარცხს მიგვაჩვია

სამწუხარო მარცხი

ჰაცუ ბაშოს მესამე დღეს, ტოჩინოშინი რიუდენს დაუპირისპირდა. აქამდე, რიკიშები ერთმანეთს სამჯერ შეხვედროდნენ, უპირატესობა კი ქართველის მხარეს იყო. საერთოდ, რიუდენს იოცუ-ძუმო (მავაშიში (ქამარში) ჭიდაობა უყვარს), რაც ჩვენებურისთვისაც მოსახერხებელია.

 

ბრძოლამ ძალიან სანახაობრივად ჩაიარა და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ტოჩინოშინმა მხოლოდ მიგი-იოცუ (მარჯვენა ხელით ჩაეჭიდა მავაშის) აიღო, მოწინააღმდეგეს კი როგორც მიგი-იოცუ, ასევე ჰიდარი უვატე (მარცხენა ხელით აიღო მავაში) ჰქონდა. შერკინების მიმდინარეობისას ლევანისგან მეტი საფრთხე მოდიოდა, თუმცა, საბოლოოდ, რიუდენმა იორიკირის კიმარიტეთი გაიმარჯვა.

 

ჰაცუ ბაშოს მეოთხე დღეს, ტოჩინოშინი მე-5 მაეგაშირა ენჰოს შეერკინება, რომელიც მაკუუჩი (უმაღლესი) დივიზიონში ყველაზე მსუბუქწონოსანი სუმოტორია. რიკიშები ერთმანეთს აქამდე არასდროს შეხვედრიან.