სეტიენი მესის: 60 წლამდე, ან სულაც სიცოცხლის ბოლომდე!

კიკე სეტიენის სახელი საფეხბურთო სამყაროში ყველას პირზე აკერია. 61 წლის სეტიენი ბარსელონას მწვრთნელი გახდა. 

სხვათა შორის, Marca წერს, რომ სეტიენი კარგად იცნობს ლეო მესის - ჯერ კიდევ პეპ გვარდიოლას ბარსაში მუშაობის დროს.

 

„მესი პეპმა გამაცნო. მან ვარჯიშზე დასწრების საშუალება მომცა. მერე მესისთან მივედი და ვთხოვე, რომ 60 წლამდე, ან სულაც სიცოცხლის ბოლომდე ითამაშოს ფეხბურთი“ - განაცხადა სეტიენმა.

 

რა თქმა უნდა, სეტიენს ბრმად არ დანიშნავდნენ ამხელა კლუბში. კიკე თავის მასწავლებლად ლეგენდარულ იოჰან კრუიფს მიიჩნევს და უყვარს კრუიფისეული ფილოსოფია: პასი, ბურთის კონტროლი.

 

სეტიენის ჰობი ჭადრაკი და ნათამაშევი აქვს გარი კასპაროვთანაც!

 

რომელმა სტუმარმა გუნდმა მოიგო ბოლოს ბარსელონას კამპ ნოუზე? სწორედ კიკე სეტიენის გაწვრთნილმა ბეტისმა - 4:3. ეს 2018 წლის ნოემბერში მოხდა.