AUS OPEN - ბოლქვაძე დამარცხდა

ეკატერინე გორგოძე სლოვენიელ კაია იუვანს შეხვდება.

ავსტრალიის ღია პირველობის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს პირველი ჩოგანი, მარიამ ბოლქვაძე ამერიკელ კოროლაინ დოლეჰაიდი ორ სეტში - 3:6; 2:6 დამარცხდა.

 

შეხვედრამ ერთ საათსა და ცხრა წუთს გაგრძელდა, პირველ სეტში მარიამის ერთ ბრეიკს, მოწინააღმდეგემ ორით უპასუხა, მეორე სეტში კი, ამერიკელმა ისევ ორი ბრეიკი შეასრულა და პირველივე მატჩ პოინტი გამოიყენა.

 

WTA-ს რეიტინგში, ახლა კოროლაინ დოლეჰაიდი 141-ე ადგილზე იმყოფება, მარიამ ბოლქვაძე კი 164-ე.

 

ეკატერინე გორგოძე სლოვენიელ კაია იუვანს შეხვდება.