„რონალდუ სწრაფია, მაგრამ ადამა ტრაორე - უფრო“

ადამა ტრაორე თუ კრიშტიანუ რონალდუ?

ნიუკასლის მცველმა, ჯეტრო უილიამსმა ვულვეჰემპტონის თავდამსხმელზე, ადამა ტრაორეზე ისაუბრა და ის კრიშტიანუ რონალდუსაც შეადარა

 

„ბევრი კარგი თავდამსხმელის წინააღმდეგ მითამაშია, თუმცა ადამა ტრაორეზე სწრაფი არც ერთი არ არის. ის დაუჯერებელია. ის არა მხოლოდ სწრაფი, არამედ ფიზიკურად ძლიერიცაა.

 

რონალდუს წინააღმდეგაც მითამაშია, მართლა სწრაფია, მაგრამ ისეთი არა, როგორიც ტრაორე,“ - თქვა ჯეტრო უილიამსმა