პოგბას სანაცვლოდ იუვენტუსი ორ ფეხბურთელს დათმობს

ტურინელებს ფრანგის დაბრუნება სურთ

იტალიური მედიის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი, პოლ პოგბა კარიერას იტალიაში გააგრძელებს.

 

Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსს მისი დაბრუნება სურს. მომავალ ზაფხულს ტურინული გრანდი მის შეძენას ეცდება.

 

"ზებრები" ფრანგი ვარსკვლავის სანაცვლოდ ადრიენ რაბიოს და პაულო დიბალას დათმობას აპირებენ. შეთანხმების მიხედვით, "ბებერი ქალბატონი" ამ ფეხბურთელებს ინგლისში გაუშვებს. იტალიურმა კლუბმა მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველისადმი ინტერესი მას შემდეგ განაახლა, რაც ცნობილი გახდა, რომ ტურინელთა მთავარი კონკურენტი, მადრიდის რეალი, პოგბას გაფირმებას აღარ აპირებს . მიუხედავად ამისა, ფრანგს "წითელი ეშმაკების" დატოვება მაინც სურს.

 

შეგახსენებთ, პოლ პოგბა ტურინულ გუნდში 2012-2016 წლებში თამაშობდა. 4 წლის წინ ინგლისურმა გრანდმა მასში სარეკორდო თანხა - 105 მილიონი ევრო გადაიხადა.