საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა | ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში

ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება ვიზეიმეთ

 

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში წყალბურთში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა ჩაატარა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

 

D ჯგუფის საწყის მატჩში ჩვენმა გუნდმა საფრანგეთი ანგარიშით 9:7 დაამარცხა.

 

შეხვედრის დებიუტში საქართველო 2-ბურთიანი სხვაობით დაწინაურდა, თუმცა პირველი ტაიმი ფრედ, ანგარიშით 5:5 დასრულდა. მეორე ნახევარში ჩვენებმა მეტოქე დაჯაბნეს და დამსახურებულად მოიგეს.
აღნიშნული გამარჯვებით ჩომახიძის შეგირდებმა პლეიოფის საგზური პრაქტიკულად გაინაღდეს.
ჩვენი გუნდის შემდეგი შეხვედრა 16 იანვარს გაიმართება - საქართველო საბერძნეთს დაუპირისპირდება, ხოლო 18 იანვარს იტალიას შეხვდება.