მესიმ ვალვერდეს მიმართა

არგენტინელმა ყოფილ თავკაცს ინსტაგრამზე მიმართა

ბარსელონას კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, კატალონიური გრანდიდან ახლად გათავისუფლებულ სპეციალისტს, ერნესტო ვალვერდეს მადლობა გადაუხადა. ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე არგენტინელმა ესპანელს სპეციალური მიმართვა მიუძღვნა.

 

"მადლობა ყველაფრისთვის, მისტერ. დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველაფერი კარგად გექნებათ. თქვენ ბრწყინვალე ადამიანი და კარგი სპეციალისტი ხართ. გეხუტებით, წარმატებები", - დაწერა მესიმ.

 

შეგახსენებთ, ერნესტო ვალვერდეს ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტზე 61 წლის ესპანელი, კიკე სეტიენი შეცვლის.