ჟოზე: მათი არ მშურს, მე სხვა კლუბში ვარ

მოურინიომ გვარდიოლასა და კლოპზე ისაუბრა

ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, კონკურენტებზე - ლივერპულსა და მანჩესტერ სიტიზე ისაუბრა.

 

"ჩვენ მათი მსგავსი შემადგენლობა ვერ გვეყოლება, ეს შეუძლებელია. ასტონ ვილა - სიტის შეხვედრას ვუყურე და სათადარიგოთა სკამს დავხედე - იქ სტერლინგი, ბერნარდო სილვა, გიუნდოგანი და ოტამენდი დავინახე... ხვდებით, რაზეც ვსაუბრობ?

 

რაც შეეხება ლივერპულს - მიუხედავად იმისა, რომ მათ მატიპი, ლოვრენი, კეიტა და ფაბინიო აკლიათ, კლოპს მაინც შესანიშნავი კოლექტივი ჰყავს.

 

მათი არ მშურს, რადგან მეც წარმოუდგენლად სასიამოვნო სამუშაო მაქვს. ლივერპულს და მანჩესტერ სიტის სხვა მიზნები და ამოცანები აქვთ, მე სხვა კლუბში ვარ", - თქვა მოურინიომ

 

შეგახსენებთ, ჟოზემ ტოტენჰემი გასული წლის 20 ნოემბერს ჩაიბარა. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პორტუგალიელის შეგირდები დამაჯერებლად არ გამოიყურებიან - 22 განვლილი ტურის შემდეგ ტოტენჰემი 30 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.