მანეს დასვენება გამოუწერეს

სადიო მანე ტრავმირებულია. სენეგალელი შემტევი პრემიერლიგის 24-ე ტურში დაშავდა, სადაც ლივერპულმა ვულვზი 2:1 დაამარცხა. მე-10 ნომერმა პირველ ტაიმში მიიღო დაზიანება და 33-ე წუთზე შესაცვლელი შეიქმნა.

 

გამოკვლევების შედეგად გაირკვა, მანეს ტრავმა არცთუ ისე უმნიშვნელობა. ბოლო ინფორმაციით ფეხბურთელი დაახლოებით 3 კვირა იუქმებს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლივერპულელთა შემტევი ვესტ ჰემთან და საუთჰემპტონთან მატჩებს გამოტოვებს. დიდი ალბათობით იგი ვერც ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ლივერპული ატლეტიკოს ესტუმრება.

 

აღსანიშნავია, რომ მანე მშვენიერ ფორმაში გახლდათ. ამ სეზონში მის ანგარიშზე 31 მატჩი და 16 გოლია. არახალია, რომ შარშან ზაფხულში მისი გადაბირება რეალს სურდა, თუმც სენეგალელმა ლივერპულს უერთგულა.