ზვერევის მეცხრე ცა ლონდონში

ალექსანდრე ზვერევმა ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო

21 წლის ალექსანდრე ზვერევი ვაჟთა შორის ლონდონის შემაჯამებელი ტურნირის ჩემპიონია. 1995 წლის შემდეგ, ის გახდა პირველი გერმანელი მეჩოგნე, რომელმაც ამ ტურნირის მოგება შეძლო.

ფინალში, ზვერევმა, რომელიც რეიტინგის მეხუთე ნომერია ნოვაკ ჯოკოვიჩი ორ სეტში - 6:4, 6:3 დაამარცხა და ურთიერთშეხვედრების ანგარიშიც გაათანაბრა - 2:2.

ნიშანდობლივია, რომ ნოლემ, ზვერევს ჯგუფურ ეტაპზე ადვილად მოუგო, თუმცა ფინალში შეიძლება ითქვას მოულოდნელად დამარცხდა. მიუხედავა ამისა, სერბი ჩოგბურთელი 2018 წლის სეზონს მაინც მსოფლიოს პირველი ჩოგნის რანგში დაასრულებს.

„ნახევარფინალში ფედერერის, შემდეგ კი ჯოკოვიჩის დამარცხება რაღაც დაუჯერებელი ზღაპარივითაა. ნოვაკ, გმადლობ, რომ მომეცი შანსი შენთვის მომეგო“ - იტყვის მატჩის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიალზე სიხარულისგან მეცხრე ცაზე მყოფი ალექსანდრე ზვერევი.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.