კეჰილს იტალიური რიგი დაუდგა

ჩელსის კაპიტანზე დიდი მოთხოვნაა. დიდი ალბათობით კეჰილი არისტოკრატებს დატოვებს და სერია ა-ში გადაბარგდება. 

Tuttomercato-ს ინფორმაციით, გარი კეჰილს იტალიური გუნდები ეპატიჟებიან. როგორც აღნიშნულ წყაროში ვკითხულობთ, ჩელსის კაპიტნის დამატება რომასა და ინტერს სურთ. ჯალოროსი გარის იმ შემეთხვევაში შეიძენს თუ გუნდს ივან მარკანო დატოვებს. რამდენიმე დღის წინ ასევე დაიწერა, რომ ინგლისელი ფეხბურთელით მილანიც ინტერესდება.

 

ამ სეზონში გამოცდილ მცველს საკმაოდ მცირე სათამაშო დრო აქვს. აგვისტოდან მოყოლებული მან არისტოკრატთა რიგებში მხოლოდ 7 შეხვედრა ჩაატარა. ცნობილია ისიც, რომ გუნდიდან წასვლაზე თავად ფეხბურთელიც ფიქრობს.

 

კეჰილი ჩელსიში 2012 წლის იანვარში, ბოლტონიდან გადავიდა. არისტოკრატებთან ერთად მან თითქმის ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.