ტოკიო დრონებს აკრძალავს

ასეთივე აკრძალვა იმოქმედებს 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის გათამაშების დროს

19 დეკემბერს ლონდონის გეთვიკის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების სიახლოვეს დრონების ფრენით გამოწვეული ქაოსის გამო გადაწყდა, რომ ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მსვლელობისას უსაფრთხოების მიზნით სპორტული ობიექტებისა თუ უმთავრესი აეროპორტების სიახლოვეს აიკრძალოს დრონების ფრენა.
 

დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, გეთვიკის აეროპორტის ხელმძღვანელობა იძლებული გახდა ათასამდე რეისი გადაევადებინა ან გაეუქმებინა.

 

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ იაპონიის მთავრობის მიერ გასატარებული ზომები მათ დაიცავს თამაშების შესაძლო ტერორისტული თავდასხმისგან და სხვა სახიფათო ქმედებებისგან.

 

აღსანიშნავია, რომ ასეთივე აკრძალვა იმოქმედებს 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის გათამაშების დროს, რომლის მასპინძელიც ასევე იაპონიაა.