ფსონები: ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ყველაზე საინტერესო ახლა იწყება. თებერვლიდან პლეიოფები და დიდი ვნებათაღელვა გველის, მანამდე კი მოდი თვალი გადავავლოთ ექსპერტთა ვარაუდს თუ რა შანსები აქვს ამა თუ იმ გუნდს.

მანჩესტერ სიტი

კოეფიციენტი: @3.70

მეტოქე მერვედფინალში - შალკე

 

ინგლისის ჩემპიონს წილისყრაში აშკარად გაუმართლა და ამ სეზონში არცთუ ისე კარგ ფორმაში მყოფი შალკე გადაეყარა. ესეც რომ არი იყოს, სიტი ისედაც ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მოიზარება.

შარშან, გვარდიოლას შეგირდებმა მეოთხედფინალში ლივერპულთან წააგეს. სიტის,  პრემიერლიგაში გამარჯვების გემო გამოცდილი აქვს, ჩემპიონთა ლიგაში კი არ უმართლებს. ვნახოთ, რა მოხდება ამჯერად.

 

ბარსელონა

კოეფიციენტი: @5.50

მეტოქე მერვედფინალში - ლიონი

 

კატალონიელებმა ბოლოს ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირი 2015 წელს მოიგეს. მესის, სუარესი და დემბელეს წყალობით, ბარსელონა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე შემტევ გუნდად ითვლება. ბოლო პერიოდში, ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის მოგებით კმაყოფილდება, თუმცა მიმდინარე სეზონში ალბათ უარს არ იტყვის ჩემპიონთა ლიგაზეც გაიბრწყინოს.

 

იუვენტუსი

კოეფიციენტი: @7.50

მეტოქე  მერვედფინალში - ატლეტიკო

ბოლო წლებში, იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ახლოს ორჯერ იყო, თუმცა არცერთხელ არ გაუმართლა. ნიშანდობლივია, რომ ტურინელებმა, ფინალში ორივეჯერ ესპანურ გუნდებთან წააგეს.

 

კრიშტიანო რონალდუს გადაბირების შემდეგ კი  ბებერი ქალბატონს, რომელიც იტალიის ჩემპიონატში ისედაც დომინირებს. ამბიციები  ევროპულ სარბიელზე გაეზარდა და ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალაა. თებერვლამდე  იუვენტუსი შეეცდება იტალიის ჩემპიონატში საქმე მომთავრებული ჰქონდეს და მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგისკენ მიაპყროს.

 

ატლეტიკოს სახით კი მასიმილიანო ალეგრის გუნდს საკმაოდ რთული მეტოქე ხვდა წილად.

 

პსჟ

კოეფიციენტი: @8.00

მეტოქე მერვედფინალში - მანჩესტერ იუნაიტედი

 

პსჟ, კიდევ ერთი გუნდი, რომელსაც შინაურ სარბიელზე სანერვიულო არაფერი აქვს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ხელშესახებ წარმატებას ვერ აღწევს. ფრანგულ გრანდში, ბოლო წლებში უდიდესი ინვესტიცია ჩაიდო, თუმცა შედეგი არადა არ ჩანს. ნეიმარის და მბაპეს სახით პსჟ-ს მრისხანე შეტევის ხაზი აქვს, მაგრამ მათი მაქსიმუმი მეოთხედფინალი იყო.

 

პსჟ-მ ჯგუფურ ეტაპზე ლივერპულს და ნაპოლის აჯობა და თითქოს მანჩესტერთანაც ფავორიტებად მოიაზრებიან.

 

ლივერპული

კოეფიციენტი: @11.00

მეტოქე მერვედფინალში - ბაიერნი

 

ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ფინალისტები, მიმდინარე სეზონშიც ფავორიტთა ხუთეულში არიან. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ შარშან მათ წილისწყრაშიც გაუმართლათ, ამჯერად კი პლეიოფის სტარტზევე მრისხანე ბაიერნი ერგოთ.

 

რეალი

კოეფიციენტი: @12.00

მეტოქე მერვედფინალში - აიაქსი

 

ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მომგები სამეგო კლუბი რონალდუს წასვლის შემდეგ გონს ჯერაც ვერ მოეგო. რეალს, საქმეები კარგად ვერც ლა-ლიგაში აქვს.

 

ჯგუფური ეტაპის გადალახვის მიუხედავად, ცსკ-სთან ორჯერ მარცხი გუნდის ავტორიტეტს დაღს უსათუოდ ასვამს. რეალს, კიდევ ერთი სასწაულის მოსახდენად და ლიგის ზედიზედ მეოთხედ მოსაგებად უდიდესი ძალისხმევა დასჭირდება.

რეალი, ახალგაზრდულ აიაქსთან ფავორიტად კი მიიჩნევა, მაგრამ ტურნირი მოგების რა მოგახსენოთ...

 

ბაიერნი

კოეფიციენტი: @13.00

მეტოქე მერვედფინალში - ლივერპული

 

ბუნდესლიგის ზედიზედ ექვსგზის ჩემპიონი, ზამთრის პაუზას მისთვის უჩვეულო მეორე ადგილზე შეხვდა. ამ რეიტინგშიც, რეკორდმაისტერი მერვედფინალის მეტოქეზე, ლივერპულზე უკან არის.

 

ბოლო 7 წლის მანძილზე, ბაიერნი ლიგის მეოთხედფინალში გასვლას ყოველთვის ახერხედბა, ამჯერად კი მთლად დარწმუნებითაც ვერ ვიტყოდით, რომ გერმანულ გრანდს საუკეთესო რვაში ვიხილავთ.

 
ატლეტიკო

კოეფიციენტი: @21.00

მეტოქე მერვედფინალში - იუვენტუსი

 

ატლეტიკო ევროპის ლიგის მოქმედი ჩემპიონია, მანამდე კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გავიდა, თუმცა ხელი მოეცარა.

ატლეტიკომ სატრანფერო ბაზარზეც იაქტიურა და რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი დაიმატა.

მერვედფინალში დიეგო სიმეონეს გუნდს იუვენტუსის სახით ურთულესი მეტოქე შეხვდა.

 

დორტმუნდი

კოეფიციენტი: @23.00

მეტოქე მერვედფინალში - ტოტენჰემი

 

ბუნდესლიგაში 15 მატჩიანი წაუგებელი სერია გუნდის უდიდეს შეტევით პოტენციალზე მეტყველებს. მარკო როისი, პაკო ალკასერი  და სანჩო მუდამ მეტოქის კარზე არიან დაგეშილები.

 

წესით, დორტმუნდი წილისწყრის შედეგით დიდად არ უნდა გაბრაზებულიყვნენ, რადგან გრანდი ასცდათ, მაგრამ ტოტენჰემის ბარიერის გადალახვაც მარტივი არ იქნება.

ტოტენჰემი

კოეფიციენტი - 23:00

მეტოქე მერვედფინალში - დორტმუნდი

 

ლონდონურმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ბეწვის ხიდზე იარა და საწყისი 3 ტურის გულშემატკივრები საკმაოზე მეტად ანერვიულეს, თუმცა საპლეიოფო მატარებელს ბოლოს მაინც შეახტნენ. მათ ჯგუფში ინტერი ჩატოვეს.

მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - ჰარი კეინი დორტმუნდის მცველებისთვის დიდი თავსატეხი იქნება.

 

მანჩესტერ იუნაიტედი

კოეფიციენტი: @40.00

მეტოქე მერვედფინალში - პსჟ

 

მანჩესტერი ამ სეზონში წვალობს, თუმცა ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ პრემიერლიგაში პირველი მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო. შარშან, გუნდი დე ხეაზე იყო დამოკიდებული, ალბათ ახლაც ასეა, მაგრამ ამჯერად უკვე იმაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული, ვიდრე შარშან მთელ სეზონში.

პსჟ-სთან დაცვას დიდი ჯაფა დაადგება.

 

რომა

კოეფიციენტი: @80.00

მეტოქე მერვედფინალში - პორტუ

 

ჩემპიონთა ლიგის შარშანდელმა ნახევარფინალისტმა, იტალიის ჩემპიონატში იუვენტუსი ძალიან შორს გაუშვა და წესით დაწევა უნდა გაუჭირდეს. რომა წამყვანი ფეხბურთელების ტრავმებმაც გააწამა.

თებერვლმადე, რომას ლაზარეთი თუ დაცარიელდება, წესით პორტუს ბარიერი უნდა გადალახონ.

 

ლიონი

კოეფიციენტი: @110.00

მეტოქე მერვედფინალში - ბარსელონა

 

ლიონს წილისწრაში აშკარად არ გაუმართლა, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე, მანჩესტერ სიტისთან ნაჩვენები თამაშის ხარისხმა და შედეგმა ფრანგული გუნდის გულშემატკივრებში მცირეოდენი იმედის ნაპერწკალი გააჩინა.

 

აიაქსი

კოეფიციენტი: @80:00

მეტოქე მერვედფინალში - რეალი

 

აიაქსს ტურნირზე ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ჰყავს. გუნდის ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 23 წელია. მათ ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად გადალახეს.

არის მოლოდინი, რომ ნიჭიერმა აიაქსის ფეხბურთელებმა ტურნირიდან რეალი დაიფრინონ, რაც დიდი სენსაცია იქნება.

 

პორტუ

კოეფიციენტი: @80:00

მეტოქე მერვედფინალში - რომა

 

პორტუგალიელებს წილისწყრით შედარებით გაუმართლა. ლივერპულს ბუნებრივია რომა ერჩივნათ. პორტუს, შარშან ლივერპულისგან განადგურება გველის ნაკბენივით ემახსოვრებათ.

შალკე

კოეფიციენტი: @280.00

მეტოქე მერვედფინალში - მანჩესტერ სიტი

 

შალკე ბუნდესლიგაში სატურნირო ცხრილში ქვედა ნაწილში იმყოფება, ჯგუფურ ეტაპზე კი უსუსტეს გუნდებში მეორე ადგილი დაიკავა.

გერმანული გუნდი მანჩესტერ სიტისთან განწირული მოჩანს.