სანაძის 17 ქულა

დუდა სანაძე ესპანეთში დაფრინავს

დუდა სანაძემ სანსებასტიანურ “დელტეკოში” საუკეთესო მატჩი ჩაატარა. თანაც, ქართველმა სნაიპერმა ეს მადრიდის “რეალთან” მატჩში მოახერხა და თავის გუნდში საუკეთესო გახდა. სამწუხაროდ, დუდას შედეგიანობა სანსებასტიანურ გუნდს მოსაგებად არ ეყო, რომელიც მადრიდში სამეფო კლუბთან 71:104 დამარცხდა. 

სანაძემ “დელტეკოს” სასტარტო ხუთულში ითამაშა და მოედანზე 25 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა გუნდში უმეტესი – 17 ქულა ჩააგდო, რასაც 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. სანაძემ ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 ჯარიმა მიიღო. მან 7-დან 4 ორქულიანი და 7-დან 3 სამიანი ჩააგო. მთლიანობაში, მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 11 შეადგინა და ის ამ მაჩვენებლით სანსებასტიანელთაგან საუკეთესო იყო.

სასტარტო ხუთეულში იყო “დელტეკოს” მეორე ქართველი ლეგიონერი ბექა ბურჯანაძეც, რომელმაც მოედანზე 17:28 წუთი გაატარა და 2 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ბექამ 2 ორქულიანი და 2 სამიანი ააცილა, 2 საჯარიმო კი – ჩააგდო.

9 ტურის შემდეგ სანსებასტიანურ კლუბს 2 მოგება აქვს და ბოლო ადგილს 2 გუნდთან – “გრან კანარიასა” და “ბრეგანთან” იყოფს. მომდევნო მატჩს სანაძე-ბურჯანაძის გუნდი 24 ნოემბერს, სტუმრად “ვალენსიასთან” გამართავს.