ხუან მატა: ოპტიმიზმის დროა

 ჩვენი გულშემატკივრები ამას იმსახურებენ

მანჩესტერ იუნაიტედი ლივერპულთან 1:3 დამარცხდა, რასაც ჟოზე მოურინიოს გუნდიდან გაშვება მოყვა. წითელი ეშმაკების მესვეურებმა სეზონის ბოლომდე ოლე გუნარ სოლშერი დანიშნეს.

 

ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მანჩესტერის ნახევარმცველმა ხუან მატამ ისაუბრა:

 

„პირველ რიგში მინდა მოურინიოს ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო, რაც ამ დროის მანძილზე გააკეთა, ის შესანიშნავი სპეციალისტია და წარმატებებს ვუსურვებ. რაც შეეხება სულშერს, დარწმუნებული ვარ მისი დაბრუნება დადებითად იმოქმედებს და გუნდი უკეთეს ფორმაში შევა.

 

ახლა ოპტიმიზმის დროა. თითოეული ფეხბურთელი ძალიან მოტივირებული ვართ და გვჯერა, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია. ჩვენი გულშემატკივრები ამას იმსახურებენ.“-განაცხადა მატამ.