დაბრუნდება, დაბრუნდება, მაგრამ როდის?

ეს იყო პირველი თამაში მოურინიუს შემდეგ და ასეთი თამაშების შემხედვარე ზოგჯერ კი იფიქრებ...

აი, რა ამბავია: გამოხტა უცებ და მოულოდნელად  მანჩესტერ იუნაიტედმა უელსში გასვლაზე მოიგო ხუთით ერთი და თან, ისე ითამაშა, რომ, მგონი, კიდევ ორ ტაიმს ირბენდა, მსაჯს რომ არ ჩაესტვინა.

 

ეს იყო პირველი თამაში მოურინიუს შემდეგ და ასეთი თამაშების შემხედვარე ზოგჯერ კი იფიქრებ, რომ ინგლისში მწვრთნელების ხისტი გათავისუფლების სტილი უფრო  იმას კი არ გულისხმობს, რომ გუნდმა სიღრმისეულად გააუმჯობესოს თამაში და სამომავლო მტკიცე გეზიც დასახოს, არამედ იმას, რომ აქ და ახლა, აი, ამ წამს გვჭირდება ქულები.

ეს დაუნდობელი რამაა, მაგრამ უმეტესად, მუშაობს ხოლმე. უმეტესად.

 

არიან და იქნებიან გადამრჩენი მწვრთნელები, რომელთა ხელშიც გუნდი ისე დაიხსნის ხოლმე თავს უბედურებისგან, რომ გაგიკვირდება.

 

 სწორედ ამიტომ დაარქვეს ჰარი რედნაპს ჰარი ჰუდინი, საოცრებათა ოსტატი. რაც მახსოვს კიდევ, ერთხელ ნიუკასლი ვარდეობდა და ბოლო რვა თუ ცხრა ტურში ლეგენდა მოიყვანეს. შირერი, გადარმრჩენლად. წააგო ყველაფერი, გავარდა, ჩაიდო ორი მილიონი, თუ რაც მოითხოვა და წავიდა  ბიბისიზე ჭკვიანურად სალაპარაკოდ. მწვრთნელობა რთულია. მგონი, დღევანდელი ფეხბურთის. მთავარი ვნებაა.

 ლეგენდების გადამრჩენად მოყვანა  გავრცელებული სტილი იყო ბოლო დრომდე. აგე, მანჩესტერმაც ლეგენდა მოიყვანა. ოლე გუნარ სოლსკიაერი. წლის ბოლომდე, დროებით მენეჯერად. დაყარა იმან ყველაფერი ნორვეგიაში და წამოვიდა იმ დღესვე. ასეა ხოლმე.

 

მოურინიუს ოც მილიონს გადაუხდიან გაშვებაში, ნორვეგიელს  ბევრად ნაკლებს შესაძლო გადარჩენაში.  ასეა, თუ ისე, გუნდი მას კარგად შეეგება. მთელი აღმაფრენით, ხუთი. გოლი ერთ თამაშში, საერთოდ არ გაუტანიათ მოურინიუს ხელში გინდა კარდიფი იყოს და გინდა ნაკლები.

 რატომ ხდება ასე?  მოყვანილი ქეათეიქრის სახის და მიდი კლუბთან უწყვეტი სულიერი ძაფებით კავშირის გამო?

ამ ფეხბურთელებს, რომლებიც ახლა არიან მანჩესტერში არანაირი კავშირი არა აქვთ იმასთან, რასაც სოლსკიაერი, მეორენაირდ  კი სულშა განასახიერებს.  ამ დროს კი,  ვითარება გუნდში, თითქოს წამიერად შეიცვალა.  პოლ პოგბამაც კი, რომელთან კონფლიქტიციც თითქოს იყო მოურინიუს გაშვების ერთ-ერთი, მეორადი, მაგრამ მაინც მიზეზი, თქვა, რას გვერჩით, კაცო, ჟოზესთან ურთიერთობამ უკეთეს ადამიანად მაქცია და მას ჩემთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებიაო. 

 

სულშას  ის ხუჭუჭა  თმა შეჭაღარავებია, თუმცა,  გრამიც არ მოუმატნია. იცინის ისევ, მეშვიდეკლასელივით და ამბობს, ვნახოთ, ვნახოთო.

 

მაგრამ, აბა, ეს გამარჯვება იყო და რა ხდება სელფორდის ალისფერ  ბანაკში, რომელიც სინამდვილეში მთელს მსოფლიფოს მოიცავს? მანიუ მხოლოდ უნდა უტევდეს! ჩვენ ისე წაგვიგია ხოლმე, რომ მსოფლიოში ბევრს  ვერავის მოუგია ისე, ხოლო ისე მოგვიგია, რომ ვერასდროს ვერავინ გაიმეოროს.  

 

მოგეხსნებათ, „ფერგის დრო“ განსაკუთრებული ტერმინია და მსაჯის მიერ დამატებულ იმ წუთებს გულისხმობს,  რომელთა განმავლობაშიც იუნაიტედს თამაშის ბედი შემოუტრიალებია,  მაგრამ ფერგის დრო თითქოს პირდაპირი მნიშვნელობითაც  გაკრთა კარდიფში, რადგან სულშას, როგორც დროებითი მენეჯრის მარჯვენა ხელად, ანუ პირველი გუნდის მწვრთნელად მაიკლ ფილანი ვიხილეთ, რომელსაც ფერგის დროებაში ფუთი მარილი უჭამია იუნაიტედში, თანაშემწეც ყოფილა, პირველი გუნდის მწვრთნელიც, დუბლების თავკაციც.

 

 საერთოდ, ფილანი მეორე მწვრთნელია ხელობით, რაც ინგლისში იმას ნიშნავს, რომ ნამდვილი, რეალური მწვრთნელია, ოღონდ მის ნავარჯიშებ გუნდში თამაშის დროს შეცვლასაც ვერ გააკეთებს, ვერც  „სასტავს დააყენებს“, ვერც ტაქტიკას განსაზღვრავს დამოუკიდებლად, მაგრამ გუნდი მისი საქმეა.  ცხონებული რეი ვილკინსი როგორც იყო, არასდროს პირველი, ყოველთვის უმნიშვნელოვანესი.

 

კარლუშ კეირუშის მისვლა-მოსვლებისას, ფილანი ფერგის მთავარ  საყრდენად რჩებოდა  და მის მაგივრად მედიასაც კი ელაპარაკებოდა, როცა ფერგიმ  ბოიკოტი გამოუცხადა ბიბისის. 

ჰოდა, სამწვრთნელ მერხზე სულშას და მაიკლის გამაჩენა ფანობისტის დიდი გზავნილი იყო. დროება ბრუნდება!

 

და ბრუნდება? ისტორია მშვენიეირი რამაა ხოლმე, ოღონდ მკვდარი.

 

და ვნახოთ...