ფოთმა პოზიცია დაიბრუნა

ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ქალთა ჩემპიონატში ფოთის ოქროს ვერძმა 18-11 დაამარცხა თბილისის მამული, ხოლო ყვარელმა 58-23 მოუგო წყალტუბოს პრომეთეს.  

 

პირველი წრის დასრულების შემდეგ ფოთელები დაბრუნდნენ ფინალურ ოთხეულში გამსვლელ მეოთხე პოზიციაზე, ხოლო ყვარელი 2 ქულით ჩამორჩება ლიდერს, თბილისის ქარიშხალას.

 

მეორე წრე 12 თებერვალს დაიწყება. ოთხეულში გასასვლელად პირველ ორ გუნდს, ქარიშხალასა და ყვარელს მყარი პოზიციები აქვთ, დანარჩენი 2 ადგილისთვის კი იბრძოლებს 5 გუნდი, რომლებიც სატურნირო კიბეზე ერთქულიანი სხვაობით არიან განლაგებულნი: სამტრედიას 8 ქულა აქვს, ფოთს 7, მამულს - 6, აჭარას - 5 და თბილისის კიდევ ერთ გუნდს, პეგასს - 4.

 

მომზადებულია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის გვერდის მიხედვით