ხაბიბის ბიძაშვილი UFC-ში გადავიდა

UFC-ის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე თავის ბიძაშვილს, უმარ ნურმაგომედოვს UFC-ის მებრძოლი უწოდა. ხაბიბმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ის ცხენთან და თავის ბიძაშვილთან ერთად დგას.

 

"მე, ცხენი და UFC-ის მებრძოლი. უმარ, ძმაო, ბევრის დამტკიცება მოგიწევს. როდესაც UFC-სთან კონტრაქტი გავაფორმე, ბევრ ადამიანს ჩემი არ სჯეროდა, თუმცა საკუთარ გუნდსა და ახლობლებს ყველაფრის სწამდათ და ისინი მხარს მიჭერდნენ. ღმერთის რწმენა და შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. რაც გჭირდება, ყველაფერი გაქვს - ახლა კი დროა იმოქმედო და დაამტკიცო, რომ შენი ადგილი მსოფლიოს საუკეთესო ათლეტებს შორისაა", - დაწერა ხაბიბმა.

 

 

24 წლის უმარის ანგარიშზეა 12 ჩატარებული ბრძოლა და ამდენივე გამარჯვება. ის სუპერმსუბუქ წონაში ასპარეზობს.