სექსუალური სკანდალი - მწვრთნელი 15 წლის მოწაფეზე ძალადობდა

ცნობილმა მწვრთნელმა, ჟილ ბეიერმა აღიარა, რომ ყოფილ ფიგურისტთან, სარა აბიტბოლთან მას ინტიმური კავშირი ჰქონდა. ფრანგმა სპორტსმენმა მას სექსუალურ ძალადობაში ბრალი დასდო. ფაქტი 1990-1992 წლებში მოხდა - იმ დროს აბიტბოლი 15-17 წლის იყო.

 

„ვაღიარებ, რომ მასთან ინტიმური ურთიერთობა მქონდა, თუმცა ჩემი მოგონებები მისი მოყოლილი ამბებისგან განსხვავდება. მიუხედავად ამისა, მესმის, რომ ეს დანაშაული იყო - ჩემი იმდროინდელი თანამდებობისა და მისი ასაკის გათვალისწინებით, ეს არ უნდა გამეკეთებინა.

 

სამწუხაროდ, იმ დროს საკუთარ დანაშაულსა და მის მიმართ ჩადენილ ბოროტებას ვერ ვიაზრებდი. გულწრფელად ვწუხვარ და მის წინაშე ბოდიშს ვიხდი“, - თქვა ბეიერმა.

 

gilles beyer-ის სურათის შედეგი

 

შეგახსენებთ, აბიტბოლი საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონია. 2000 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

რომა რატიანი 01 თებერვალი 2020 -01:52