რუსი მთელი სამყაროა

11 გატანილი შაიბა ბოლო 5 მატჩში.

2 შაიბა ოტავასთან გასვლით ჩეხვაში, რომელიც ვაშინგტონმა 5:3 მოიგო.

ფენომენალური სერიის დროს დაქაჩული დიდი ჩამორჩენა ბოსტონის დავიდ პასტრნიაკთან.

ყველა დროის რეიტინგში დაჩეხილი კიდევ ერთი ლეგენდა, მარკ მესიე. ამერიკელების და კანადელების აზრით, დერეკ ჯიტერთან (ნიუ იოკრ იანკიზი, MLB) ერთად, ყველა დროის საუკეთესო კაპიტანი მესიე უკვე წარსულშია.

ალექსანდრ ოვეჩკინი აგრძელებს ლეგენდების დაქვეითებას. მარიო ლემიეს, სტივ აიზერმანის შემდეგ, ედმონტონის და რეინჯერსის ლეგენდარული კაპიტანი გაიყინა. ოვიმ ზუსტი გასროლით ჯერ გაათანაბრა მესიესთან ანგარიში (694/694) და ბოლო წუთზე, ჯონ კარლსონის პასით გადაასწრო დიდ კაპიტანს.

ოვეჩკინი: „დღეს მთელი გუნდი ჩემზე თამაშობდა. ალბათ, ორ შაიბაზე მეტი უნდა გამეტანა, მაგრამ ამ შედეგსაც ავიღებ.“

ოვიმ 5 შაიბაც უნდა გაიტანოს. და დიდი რუსი 700-ების კლუბში შევა. ელიტა. უკვდავები. ყველაზე ლეტალური სნაიპერები ჰოკეის ისტორიაში. და, დღეს ეს რუსი მთელი სამყაროა.

ოვეჩკინი არ არის მესიეს დონის კაპიტანი, მაგრამ რუსი მარკზე ბევრად მაგარი, მკვლელი სნაიპერია. მესიემ 694 შაიბა 1 756 მატჩში, 25 სეზონში (ედმონტონი, რეინჯერსი, ვანკუვერი) გაიტანა და ოვეჩკინმა 695 – 1 135 შეხვედრაში. მესიემ კარიერა 2005-ში დახურა.

ოვეჩკინი ჯერ დგას. და, თამაშით უდიდეს კაიფს იღებს.

 მესიე: „გილოცავ, ალექს. კარიერის პირველი სეზონიდან შენ გახდი ახალი თაობისთვის მისაბაძი პერსონა. შენ გაქვს ნიჭი, შენ ხარ ჯიუტი, შენ გიყვარს ეს თამაში და შენ ყველა შეხვედრაში ლტოლვას დებ. გისურვებ წარმატებას და კიდევ ბევრი რეკორდის მოხსნას.“

ბრავო, მარკ, ბრავო. ძალიან მაგარი და ინსპირაციული სიტყვებია. ოვიმ ეს მიიღო.

ოვეჩკინმა პირველად გაიტანა ხუთ მატჩში 11 შაიბა. პირველად, კარიერაში. ზედიზედ ორი ჰეთ ტრიკი, ტოტალური დომინაცია და შიმშილი.

ოვეჩკინი პირველწლიანივით ცდილობს ყველასთვის ყველაგფრის დამტკიცებას.

შემდეგი მაიკ გარტნერი მოკვდება. და, ამ სეზონში ოვის 37 შაიბა აქვს გატანილი. კიდევ 3 და რუსი უიენ გრეცკის შემდეგ გახდება ლიგის ისტორიაში მეორე, ვინც 40 და მეტ შაიბას 11 (და მეტ) სეზონში გაიტანს. უიენმა ეს 12-ჯერ მოასწრო.

ოვიზე წინ არიან გარტნერი (708), ფილ ესპოზიტო (717), მარსელ დიონი (731), ბრეტ ჰალი (741), იარომირ იაგრი (766), გორდი ჰოუ (801) და გრეცკი (894). ნადირობა დაწყებულია.