დარჩება ანანიძე რუსეთში?

ჯანოს ახალი გუნდი მალე გაირკვევა

საქართველოს ნაკრების წევრი ჯანო ანანიძე აგერ უკვე მეთერთმეტე წელია მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელია. აქედან მან ერთი სეზონი როსტოვში დაჰყო, სადაც  ურიგოდ ნამდვილად არ გამოიყურებოდა და ძირითადში თამაშობდა, სახალხო გუნდში კი შეიძლება ითქვას ფეხი მყარად ვერ მოიკიდა. ამის მიზეზი ყველაფერთან ერთად რა თქმა უნდა ხშირი ტრავმიანობაც იყო.

 

მომავალი წლიდან, ჯანო ანანიძე სპარტაკს დატოვებს. გუნდი მასთან შელევას აპირებს. 26 დეკემბერს, სპარტაკის ხელმძღვანელობა გეგმავს იმ ფეხბურთელთა დასახელებას, რომლებსაც ზამთარში კლუბის დატოვება მოუწევთ. 

 

ამასობაში კი რუსული კრილია სოვეტოვი მზადაა სპარტაკიდან დათხოვნილი ფეხბურთელები „შეიფაროს“. კრილიას სპორტული დირექტორის, ალექსანდრე შიკუნოვის განცხადებით გუნდი მზადაა ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც სპარტაკს დატოვებენ თავისთან მიიპატიჟონ. ამიტომაც, არ გამოვრიცხოთ, რომ ჯანო ანანიძემ კარიერა სწორედ კრიალია სოვეტოვში გააგრძელოს.