დანა უაითი: კონორი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა

UFჩ-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა, ორ წონით კატეგორიაში ამ ორგანიზაციის ყოფილ ჩემპიონზე, კონორ მაკგრეგორზე ისაუბრა.

 

„კონორი უბრალო ვარსკვლავი არ არის - ის საბრძოლო სახეობების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია. როდესაც ორთაბრძოლებზე ვსაუბრობთ, მოჰამედ ალის, მაიკ ტაისონს და შუგარ რეი ლეონარდს ვახსენებთ. ამ ჩამონათვალში კონორს საპატიო ადგილი უჭირავს.

 

მას ბრწყინვალე სტილი აქვს. შეგიძლიათ კონორის მოსაწყენი ჩხუბი გაიხსენოთ? მსგავს შემთხვევას ვერ დამისახელებთ. გარდა ამისა, ის გამორჩეული პიროვნებაა. მისი აურა, ქარიზმა და გადამდები სიცილი სხვადასხვა ადამიანებს აერთიანებს“, - თქვა უაითმა.

 

შეგახსენებთ, თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ, კონორ მაკგრეგორი ოქტაგონზე 18 იანვარს დაბრუნდა - მან ამერიკელი მებრძოლი, დონალდ სერონე 40 წამში დაამარცხა.

 

UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა, ორ წონით კატეგორიაში ამ ორგანიზაციის ყოფილ ჩემპიონზე, კონორ მაკგრეგორზე ისაუბრა.
 
„კონორი უბრალო ვარსკვლავი არ არის - ის საბრძოლო სახეობების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია. როდესაც ორთაბრძოლებზე ვსაუბრობთ, მოჰამედ ალის, მაიკ ტაისონს და შუგარ რეი ლეონარდს ვახსენებთ. ამ ჩამონათვალში კონორს საპატიო ადგილი უჭირავს.
 
მას ბრწყინვალე სტილი აქვს. შეგიძლიათ კონორის მოსაწყენი ჩხუბი გაიხსენოთ? მსგავს შემთხვევას ვერ დამისახელებთ. გარდა ამისა, ის გამორჩეული პიროვნებაა. მისი აურა, ქარიზმა და გადამდები სიცილი სხვადასხვა ადამიანებს აერთიანებს“, - თქვა უაითმა.
 
შეგახსენებთ, თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ, კონორ მაკგრეგორი ოქტაგონზე 18 იანვარს დაბრუნდა - მან ამერიკელი მებრძოლი, დონალდ სერონე 40 წამში დაამარცხა.

რომა რატიანი 01 თებერვალი 2020 -20:13