ქვილითაიას საგოლე გადაცემა! - ჩაკვეტაძეს 15 წუთი მიეცა...

ბელგიის ჟუპილერლიგის 24-ე ტურში გენტი სტუმრად მეხელნს დაუპირისპირდა. 

 

სასიხარულოა, რომ ძირითად შემადგენლობაში გიორგი ქვილითაია ვიხილეთ, რომელმაც 50-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა. 

 

76-ე წუთზე, ერთი ქართველი მეორემ შეცვალა და მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე გამოჩნდა, რომელმაც, მესამე გოლის დროს, მონაწილეობა საგოლე კომბინაციაში მიიღო. 

 

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში გენტის მაისურით სულ 4 მატჩში ითამაშა - 3 ჩემპიონატში და 1 ევროპა ლიგაში. ოთხივე თამაშში ის სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

 

შედარებით უკეთესი მდგომარეობა გიორგი ქვილითაიას აქვს, ყველა ტურნირში - 26 მატჩი, 2 გოლი და 4 საგოლე პასი.

 

ამ გამარჯვებით გენტი 48 ქულით მეორე ადგილზეა და ბრიუგეს 6 ქულით ჩამორჩება. გასათვალისწინებელია, რომ ბრიუგეს ჩასატარებელი ერთით მეტი თამაში აქვს...