რაიოლას ვაისი იტალიაში მიჰყავს

სწორედ რაიოლაა საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ვაჟის მენეჯერი. ვაისი-უმცროსი ჯენოაში, ან პარმაში გადავა.

 

მართალია, სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მაგრამ ვაისი თავისუფალი აგენტია და გადასვლა შეუძლია.  

 

სლოვაკი შემტევი ბოლო სამი წელი ყატარულ ალ-გარაფაში თამაშობდა. იტალიის სერია ა-ში კი ადრეც იყო, კერძოდ, პესკარაში. ვაის-უმცროსი 30 წლისაა.