NHL: აი, ჩხუბი... (Video)

 ედმონტონ ოილერზმა კალგარი ფლეიმზს 8:3 მოუგო, მაგრამ ეს თამაში ჩხუბით უფრო დაამახსოვრდებათ.  

 

პირველი პერიოდის ბოლო წუთებში ორჯერ ატყდა ალიაქოთი. კალგარის მეკარე კემ ტალბოს არ მოეწონა, რომ მეტოქე ფორვარდი სემ განიე შაიბის კარში დამატებას ცდილობდა და ჯერ მას დაეტაკა. ურტყა და ურტყა... მერე სხვა ჰოკეისტებს შორის ატყდა ერთი ერთზე დაკა-დაკა.

 

ერთ წუთში კი ტალბო გაექანა ედმონტონის მეკარე მაიკ სმიტისკენ, რომელიც ცენტრში იდგა და ეტყობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ატყდა მეკარეებს შორის ჩხუბი.

 

საბოლოოდ, ტალბოს 19-წუთიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და პლუს, ფულად ჯარიმასაც გადაიხდის. სმიტს კი 7-წუთიანი სასჯელი „ერგო“ – 2 წუთი იმისთვის, რომ კარი დატოვა და ცენტრისკენ წავიდა. 5 წუთი კი ჩხუბისთვის.