ბათუმისა და ქუთაისის მორიგი მოგებები

საქართველოს ჩემპიონატის მორიგ ორ მატჩში ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ 48-28 მოუგო წყალტუროს „პრომეთეს“, ქუთაისმა 46-30 დამარცხა სამტრედია. 

 

შედეგად, 16 ქულით ბათუმი ერთპიროვნული ლიდერი გახდა, ხოლო 14-14 ქულა აქვთ ქუთაისს, სტუ-იმედსა და პეგასს. ბათუმელესა და ქუთაისელებს თითო მატჩი მარაგში აქვთ.  

 

ხვალ, ზესტაფონის სპორტის სასახლეში 12 საათზე ითამაშებენ BSB ბათუმი - სამტრედია, 14 საათზე -

 

წყალტუბო - ქუთაისი. ამის შემდეგ უმაღლესი ლიგის რვავე გუნდს 10-10 თამაში დაუგროვდება. სულ რეგულარულ პირველობაზე გუნდები 21 ტურს ითამაშებენ, ამის შემდეგ კი 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალურ ოთხეულში განაგრძობს.

 

მომზადებულია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის გვერდის მიხედვით