სექსი, ბორშჩი და როკ ენ როლი

ლოს ანჯელესმა მეფის ლტოლვა, აგრესია შეიგრძნო. ლოს ანეჯელესმა თავი ალექსანდრ ოვეჩკინს დაუხარა.

ოვიმ არასრულ ხუთ წუთში 3 შაიბა გაიტანა.

მკვლელი ყინულზე.

16 გატანილი შაიბა ბოლო 10 თამაშში.

27 ჰეთ ტრიკი კარიერაში.

ყინულზე ყველაზე ელეგანტური და ძალისმიერი შოუმენი.

ოვის სამი შაიბით ვაშინგტონმა კინგზი 4:2 გადაიმტვრია მუხლზე და მნიშვნელოვანი მოგება წამოიღო. პრეზიდენტის თასისთვის (რეგულარულის ჩემპიონობა) ბრძოლაში ოვის ბენდი ბოსტონს 1 ქულას უგებს.

და, მახსენდება 2 თვის წინ ბომბარდირების გარჩევებში არსებული სიტუაცია - დავიდ პასტრნიაკი ლიდერობს, მას ოსტონ მეთიუზი ეწევა და ოვეჩკინი ვეტერანივით თამაშობს. რუსი აგროვებს გატანილ შაიბებს, მაგრამ ტემპი ვერ აკრიფა და ლეგენდა ვერ დაფრინავს.

დღეს, რუსი პირველია.

პირველი ამ სეზონში 40 შაიბით.

პირველი და დღესაც, ყველაზე მაგრად შეყვარებული ამ თამაშზე. ოვეჩკინი კარიერაში მეცხრე მორის რიშარს (რეგულარულის საუკეთესო სნაიპერისთვის დაწესებული პრიზი) უახლოვდება. არარეალური შედეგი.

ოვეჩკინი ჯერ შორს არის უეინ გრეცკისგან, მაგრამ უახლოვდება 700 შაიბას. 2 ლაზერული გასროლა და რუსი იქ არის. მხოლოდ მერვე სნაიპერი, ვინც 700 შაიბას გაიტანს. რკინის კაცი.

თუ ოვის აქვს შაიბის გატანის სურვილი, ის შეუჩერებელია. ხანდახან, მას უბრალოდ, მიზეზი აკლია. აქ, ლოს ანჯელესთან მიზეზი იყო - მისი გუნდი აგებდა. და, კაპიტანმა მოიგო.

ოვიმ მეთერთმეტედ დასვა სეზონში 40 შაიბა. და, ყველაზე მაგარი Fuckტი - ოვეჩკინს რეგულარულის დასრულებამდე კიდევ 29 თამაში აქვს დარჩენილი. შემდეგი ტესტი - ფილადელფიაში.

როდესაც ოვის მატჩის შემდეგ ჰკითხეს, ყველაზე მაგრად რა გესიამოვნებოდა, რუსმა აჯახა - ცხელი ბორშჩი. დაიმსახურა. დაუსხით.

P.S. - სან ხოსეს ფორვარდი ჯო ტორნტონი 1 500 ქულაზე ავიდა. ძალიან მაგარი შედეგი.