რონალდუს 35 გაელვება...

 

 

 

 

 

 

 

5 თებერვალს, კრიშტიანუ რონალდუ 35 წლის გახდა. მან უკვე შეძლო, რომ მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე დიდ ფეხბურთელებში ადგილი დაიმკვიდრა. რატომ აგრძელებს ფეხბურთის თამაშს? იმიტომ რომ მაქსიმალისტია.

 

„თქვენი სიყვარული უფრო ძლიერს მხდის, სიძულვილი - შეუჩერებელს,“ - ეს კრიშტიანუს სიტყვებია, რომელიც მასზე წარმოდგენას ისეთ ხალხსაც შეუქმნის, რომელთაც მისი კარიერისთვის თვალი არ მიუდევნებია.

 

წარმოგიდგენთ 35 წლის ფეხბურთელზე 35 საინტერესო ფაქტს

 

1)      რეალის შემადგენლობაში, მან 451 შეხვედრაში 438 გოლი გაიტანა, რითაც რაულს (323) და დი სტეფანოს (308) მნიშვნელოვნად გაასწრო.

2)      პორტუგალიის ნაკრებს ისტორიაში 2 ტიტული აქვს და ორივე კრიშტიანუს დროს მოიპოვა - ევრო 2016 და ერთა ლიგა - 2018-2019

 

 

3)      კრიშტიანუ 99 გოლით პორტუგალიის ნაკრებში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. საერთაშორისო სანაკრებო ასპარეზზე, მასე მეტი გოლი გატანილი მხოლოდ ალი დაეის აქვს (109)

4)      რონალდუ ევროპაში ყველაზე მეტი გოლის ავტორი 4-ჯერ გახდა - 2008 (31 გოლი) 2011 (40); 2014 (31) და 2015 (48). უფრო მეტი ოქროს ბუცი მხოლოდ მესის აქვს (6).

 

 

5)      პორტუგალიელმა ოქროს ბურთი კარიერაში 5-ჯერ მოიგო (2008; 2013; 2014; 2016; 2017). მასზე მეტი ოქროს ბურთი მხოლოდ მესის აქვს (6)
„გვინდა კრიშტიანუმ მე-6 ოქროს ბურთი მოიგოს. ჩემი სურვილი ხომ ნათელია,  მის თანაგუნდელებს ეს უფრო მეტად სურთ,“ - თქვა იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ.

6)      რონალდუმ ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ მოიგო - 2008-ში მანჩესტერთან ერთად, რეალში კი ეს 4-ჯერ მოახერხა - 2014; 2016; 2017 და 2018. მასზე მეტჯერ ეს თასი მხოლოდ რეალის ლეგენდას - ხენტოს (6) აქვს...

 

 

7)      ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი მასზე მეტჯერ არავინ გამხდარა: 2008 (8); 2013 (12); 2013 (17 - რეკორდი); 2015 (10); 2016 (16); 2017 (12); 2018 (15)

8)      ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომარდირია (128 გოლი) და ყველაზე მეტი თამაშიც აქვს  მოგებული (106). ჰეთ-თრიქების რაოდენობით, ის პირველობას მესისთან ერთად იყოფს - 8.

9)      კრიშტიანუს მიმდინარე რეკორდი მიყოლებით 9 თამაშში გატანილი გოლებია, რაც იუვეში აქამდე მხოლოდ ტრეზეგეს გაუკეთებია.  შესაძლოა, მეათეშიც გაიტანოს, რაც პორტუგალიელს კარიერაში გაკეთებული უკვე აქვს.

10)  მას მხოლოდ 5 თამაში დარჩა და ოფიციალურ მატჩებში 1000 შეხვედრა დაუგროვდება: რეალი (438); მანჩესტერი (292); პორტუგალია (164); იუვე (70) და სპორტინგი (31)

11)  რონალდუს გატანილი გოლების რაოდენობა შთამბეჭდავია - 722. რეალის შემადგენლობაში გაიტანა - 451; მანჩესტერში - 118; პორტუგალიაში - 99; იუვეში 50 და სპორტინგში - 5. შედარებისთვის, მესის 689 გოლი აქვს.

12)  რონალდუს თუ გოლი გააქვს, მისი კლუბები 84.39%-იანი სიზუსტით იგებენ. 474 შეხვედრაში, სადაც მან გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა 400 მოიგო - წაგებული თამაშების პროცენტი კი ძალიან დაბალია - 6.75...

13)  მიმდინარე სეზონში რონალდუმ 33 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა, რაც მის კარიერაში მესამე საუკეთესო შედეგია - 2014-15 წლების სეზონში საშუალოდ 1,1;  2013-14 წლების სეზონში კი 1.09 გოლი გაჰქონდა.

 

 

14)  კრიშტიანუს გატანილი 474 სხვადასხვა შეხვედრაში აქვს, სადაც თითო გოლი - 293-ში შეაგდო, 125-ში დუბლი გაიფორმა, 45-ში ჰეთ-თრიქი; 8 პოკერი და 2-ჯერ 5 გოლი ესპანიოლთან და გრანადასთან 2015 წელს გაიტანა...

15)  რონალდუს, პლატინისთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფ-ში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - 9, საკვალიფიკაციოზე კი 34, რაც რეკორდია.

16)  2014-2015 წლები მისთვის განსაკუთრებული იყო, მან 61 გოლი გაიტანა...

17)  მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში, ინტერთან, 17 წლის ასაკში შედგა - 14 აგვისტოს, 2002 წელს.

18)  ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მას ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი ეკუთვნის, რომელიც იუვენტუსს გაუტანა - მაკრატელა, 2.38 მეტრზე აფრინდა...

 

 

19)  მან სხვადასხვა 9 მწვრთნელთან იმუშავა: სარი, ალეგრი, ზიდანი, ბენიტესი, ანჩელოტი, მოურინიო, პელეგრინი, ფერგიუსონი და ბოლონი. ყველაზე მეტი გოლი მოუს ხელმძღვანელობით გაიტანა - 169; ყველაზე მეტი შეხვედრა კი ფერგისთან ითამაშა - 292.

 

 

20)  კრიშტიანუს კარიერაში ზუსტად შესრულებული 120 პენალტი აქვს, გაფუჭებული კი - 55. საერთო სტატისტიკისთვის, მან 463 გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა, 130 მარცხენათი, 128 თავით...

21)  ფიორენტინასთან დუბლის შემდეგ, კრიშტიანუს იუვეში 70 თამაშში 50 გოლი დაუგროვდა.

22)  რონალდუს გოლი გატანილი 22 სხვადასხვა ტურნირზე აქვს. ორი ტურნირი, რომელშიც ითამაშა და ჯერ არ გაუტანაია, უეფას თასი და ინგლისის სუპერთასია...

23)  რონალდუ არა მხოლოდ მეგოლეა, არამედ საგოლე გადაცემების გაკეთებაც ეხერხება - მის ანგარიშზე 251 ზუსტი პასია...

24)  ბენზემა მისთვის ყველაზე საყვარელი თანაგუნდელია, რომელთან ერთადაც 342 შეხვედრა ითამაშა.

 

 

25)  ყველაზე მეტჯერ კრიშტიანუ ანდრეს ინიესტას შეხვედრია - 36.

 

 

26)  რონალდუ 223 სხვადასხვა კლუბს შეხვედრია, საიდანაც გოლი 155-ს გაუტანა, მხოლოდ 68 „გადარჩა“

27)  მისი საყვარელი მოწინააღმდეგე სევილიაა, რომელსაც კარიერაში 27-ჯერ გაუტანა; ატლეტიკოს - 25; ხეტაფეს - 23.

28)  კრიშტიანუ სპორტინგში 28 ნომრიანი მაისურით თამაშობდა, მისი საყვარელი ნომერი შვიდია, თუმცა მადრიდში - 9 და პორტუგალიაში 17-იც უტარებია...

 

 

29)  რონალდუმ კარიერაში 315 გოლი პირველ ტაიმში გაიტანა, მეორეში კი -405.

30)  მან კარიერაში 30 ტიტული მოიგო - 16 - რეალში, 9 - მანჩესტერში, 2  - იუვეში, 2 - პორტუგალიაში, 1 - სპორტინგში.

 

 

31)  რონალდუს ანგარიშზე ჩატარებული 31 ფინალია. აქედან 5 ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოდის, სადაც 3-ში გაიტანა. ჯამურად, 31 ფინალში, მან 15 გოლი გაიტანა.

32)  კრიშტიანუ იყო პირველი, ვინც ინსტაგრამში 200 მილიონ გამომწერს გადააჭარბა. ის მესის 58 მილიონი გამომწერით აღემატება.

33)  მის ტრანსფერებში ჯამურად 230 მილიონი ევრო დაიხარჯა - 19 მანჩესტერმა გადაიხადა; 94 რეალმა, იუვემ - 117. ჯამურად, მასზე მეტი მხოლოდ ნეიმარშია გადახდილი (310)

34)  ჩემპიონთა ლიგაში კრიშტიანუ ყველაზე ასაკოვანია, ვინც ჰეთ-თრიქი შეასრულა. ეს ატლეტიკოსთან მოხდა, როდესაც ის 34 წლის და 35 დღის იყო...

35)  გასულ ზაფხულს, კრიშტიანუმ მარკასგან ლეგენდის სატატუსი მიიღო. ესპანური გამოცემა ასეთ პატივს მხოლოდ დიდებულ ფეხბურთელებს მიაგებს...

 

 

 

 

 

 

 

 

.