„გილოცავ, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელო! გვახსოვხარ!“

საფეხბურთო სამყარო კრიშტიანუ რონალდუს 35 წლის იუბილეს აღნიშნავს. როგორც Daily Record წერს, მადრიდის რეალის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა პორტუგალიელს შემდეგი შინაარსის შეტყობინება გაუგზავნა


„გილოცავ, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელო! გვახსოვხარ!“


მისთვის ესპანეთიდან ეს ერთადერთი შეტყობინება არ ყოფილა. რონალდუს თანამემამულემ და მადრიდის ატლეტიკოს შემტევმა, ჟოაო ფელიქსმა თქვა, რომ სადაოც არ არის, თუ ვინ არის მსოფლიოში ნომერი პირველი და რონალდუს სთხოვა, რომ ფეხბურთში დიდ ხანს ითამაშოს, რათა ნაკრებში მასთან ერთად ბურთის გაგორების სიამოვნება არ მოაკლდეს.


კრიშტიანუს ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი ადამიანი ალექს ფერგიუსონია. შოტლანდიელი სპეციალისტი მის აღზრდილს დღესაც თვალებგაბრწყინებული უყურებს, თუმცა დაბადების დღის მილოცვისას ხაზი არა მხოლოდ საფეხბურთო ფაქტორებს გაუსვა


„დიდებული ფეხბურთელი და, რაც უფრო მთავარია, დიდებული ადამიანი“


დრო პორტუგალიელის წინააღმდეგ არ მუშაობს, მიმდინარე სეზონში მან 22 გოლი გაიტანა; 19 სერია ა-ში, 2 ჩემპიონთა ლიგაში, ერთი კი იტალიის თასზე.