შაკილ ო'ნილის ვაჟმა კობის პატივსაცემად ტატუ გაიკეთა (ფოტო)

ცნობილი კალათბურთელის, შაკილ ო'ნილის ვაჟმა, შარიფ ო'ნილმა ცოტა ხნის წინ ტრაგიკულად გარდაცვლილი კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის, ჯანას პატივსაცემად ტატუ გაიკეთა. აღნიშნული ინფორმაცია ახალგაზრდა კალათბურთელმა თავად გაავრცელა - მან ინსტაგრამის სთორიში ტატუს დატანის ფოტო გამოაქვეყნა.

 

 

შეგახსენებთ, კობი 41 წლის ასაკში ავიაკატასტროფას შეეწირა - მასთან ერთად შვეულმფრენის ჩამოვარდნას მისი 13 წლის ქალიშვილი და ეკიპაჟის დანარჩენი 7 წევრი შეეწირა. 

რომა რატიანი 05 თებერვალი 2020 -22:56